CNN - მა ამერიკის შეერთებული შტატების 37 შტატის მიმდინარე საარჩევნო შედეგები გამოაქვეყნა. გუბერნატორის არჩევნებში ამ შტატებში 25 რესპუბლიკელების კანდიდატი იმარჯვებს, 11 დემოკრატების, ხოლო 1 დამოუკიდებელი კანდიდატი.
13შტატში გუბერნატორის არჩევნები არ ჩატარებულა.
ყველაზე დიდი სხვაობა კანდიდატებს შორის ვაიომინგის შტატში დაფიქსირდა. რესპუბლიკელების კანდიდატი მიდი დემოკრატ პეტერსენს 47 % - ით ჯობნის.
ნიუ-იორკის შტატში "დემოკრატების" კანდიდატმა გაიმარჯვა. ამ შტატში ხმების 85 პროცენტია დათვლილი. "დემოკრატების" წარმომადგენელი "რესპუკილების" კანდიდატს 28 პროცენტით უსწრებს, ხმების ბოლომდე დაუთვლელად ნათელს ხდის გამარჯვებულის ვინაობას. კალიფორნიის შტატში ექს-გუბერნატორAარნოლდ შვარცნეგერის ადგილს "დემოკრატი" ბრაუნი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კონგრესისა და სენატი არჩევნები გუშინ გაიმართა. აშშ-ს 50 შტატიდან 37 შტატში გუბერნატორის არჩევნებიც ჩატარდა.