28 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4529 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4548 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.19 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.1666 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1727 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.61 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4216 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.7912 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 აპრილიდან შევა ძალაში.