დღეს, 3 ნოემბერს, ცნობილი ქართველი ათლეტის კობა კობიაშვილის მეორე საგინესო - სარეკორდო აპარეზობა გაიმართება.
კობა კობიაშვილი თითებზე მიზიდვაში ახლანდელი რეკორდის გაუმჯობესებას ეცდება. ამჟამინდელი რეკორდი 30 წამში 67 მიზიდვაა. კობიაშვილი კი იმავე დროში 67 -ზე მეტ თითებით მიზიდვას ეცდება.
ასპარეზობას ორგანიზატორია: გინესის მსოფლიო რეკორდების მაფიქსირებელი კლუბ 'რეკორდის' თავმჯდომარე (ოცდაოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი) შოთა ქელდიშვილი, ამავე კლუბის საშემსრულებლო კომისიის ხელმძღვანელი ( აზიის და ევრაზიის ჩემპიონი კიკბოქსინგში) დავით ჯორბენაძე და კიკბოქსინგის კლუბ ''მებრძოლის'' ხელმძღვანელი ლაშა ჭორაძე.
ალტერნატიული კომისია: ორთაბრძოლების მცოდნე - ლევან მგელაძე, იურისტი ლევან ნადიბაიძე და კლუბ ''რეკორდის'' წევრი ოთარ საჯაია.
ღონისძიების შემდეგ გაიმართება პრესონფერენცია.
გენერალური სპონსორია იურიდიული კომპანია ''სამართალი ხალხისათვის.
სპორტული ღონისძიება 13 საათზე საქართველოს პროფესიონალური კრივის ასოციაციის შენობაში დაიწყება გაიმართება.