არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"მგონი, ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები გამოიწვია კახა კალაძის მერობამ თბილისში, ხედავთ, როგორი ურბანული ძვრებია ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით", - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა,რომ კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში შევიდეს.
"როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში შევიდეს, მაგრამ ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატი ის იყოს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.