დღეს, 3 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე აღმოსავლური ტურნედან დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ჩინეთსა და ინდოეთში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრებს. გილაური ოქტომბრის ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც შეაჯამებს.
შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა, სადაც ჩინეთის მთავრობის ვიცე-პრემიერ ჟანგ დეჯიანგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ეკონომიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის წარმატებით ვითარდება, თუმცა შემდგომი ზრდის პოტენციალი ძალიან დიდია.
შანჰაიდან 30 ოქტომბერს გილაური ინდოეთში გაემგზავრა. მუმბაიში პრემიერ-მინისტრმა Financial Times-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში "Invest in Georgia" მონაწილეობა მიიღო და ინდოელ ბიზნესმენებს შეხვდა. ფორუმზე გილაური სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე ისაუბრა.