დღეს, 3 ნოემბერს, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩეჰრ მოთაქი ეწვევა.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარლებში ირანელი სტუმარი საქართველოს პრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. გარდა ამისა, მოთაქი აჭარას ეწვევა, სადაც ირანის გენერალურ საკონსულოს გახსნის.
კალანდაძემ აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების გამო აშშ-სთან ურთიერთობების შესუსტებას არ ელის.