ხვალ, 3 ნოემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გალა კონცერტს გამართავს.
კონცერტში მონაწილეობენ ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი და მომღერლები: ირმა ბერძენიშვილი, სულხან გველესიანი, ირაკლი კახიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, მარიკა მაჩიტიძე, ელენა პუტილოვა, ირინე რატიანი, ინგა ჯახუტაშვილი.
კონცერტის პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯოაკინო როსინის, ჯუზეპე ვერდის, კამილ სენ-სანსის, ჯაკომო პუჩინის, პიეტრო მასკანის ნაწარმოებები.
გალაკონცერტს წარუძღვება ცნობილი ბელარუსი დირიჟორი ვიაჩესლავ ბორტნოვსკი.