ქართულ პარტიაში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს მაია ლორთქიფანიძე უხელმძღავანელებს. ამის შესახებ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, მაია ლორთიფანიძეს ყოველდღიური ურთიერთობა ექნება საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებთან და მას პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის.
"ეს კეთდება იმისთვის, რომ ჭორები თავიდან ავიცილოთ. დღეიდან საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებთან ყოველდღიური კონტაქტი გვექნება", - განაცხადა სუბარმა.