ქართული პარტიის ოფისში პარტიის ლიდერებთან და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათ უცხოელ დიპლომატებს ქართული პარტიის მიზნები და სამოქმედო გეგმა გააცნეს.
"ეს იყო სამუშაო შეხვედრა. დიპკორპუსს გავაცანით ქართული პარტიის მიზნები და სამოქმედო გეგმა. უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები განვითარდეს, აუცილებელია როგორც ქართული საზოგადოების მზადყოფნა, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა", - განაცხადა სუბარმა.
დღევანდელ შეხვედრას საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის, ესტონეთის, ლატვიის და სხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.