ქართული პარტიის ლიდერები სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე საქართველოში აკრედიტირებული დიპომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ქართული პარტიის ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს და პრესისთვის დახურულია.
ქართული პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდრები დიპლომატიურ კორპუსს ახლად შექმნილი პოლიტიკური გაერთიანების მიზნებსა და პრინციპებს აცნობენ.
შეგახსენებთ, რომ ქართული პარტიის პრეზენტაცია 12 ოქტომბერს "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა, სადაც პარტიის ლიდერები საზოგადოების წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.