პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები - ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ.
ოქროს მედლისთვის გამართული შეხვედრა ბექაურმა იპონით მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. ბექა ღვინიაშვილი კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.