დიდი ბრიტანეთის სამედო სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ხომალდი შავი ზღვისკენ გაემართება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში გაგზავნა იქნება სოლიდარობის ჟესტი უკრაინის მიმართ.
როგორც იუწყებიან, ბრიტანეთის საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი და ფრეგატი ხმელთაშუა ზღვაში მყოფ ჯგუფს გამოეყოფა და შავ ზღვაში მაისში შევა.
გამოცემის ცნობით, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინის მხარდასაჭერად მას შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ შავ ზღვაში სამხედრო გამანადგურებლების გაგზავნის გადაწყვეტილება შეცვალა.
ასევე იუწყებიან, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხის გაზრდის შემთხვევაში, ბრიტანეთი მზად არის შავ ზღვაში დამატებითი ძალები გაგზავნოს.