მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე, – ამის შესახებ Freedom House-ის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ღრმად არიან შეშფოთებული „მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით“.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, რაც ახლადმიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიზანმიმართულ დასჯას გულისხმობს. ეს ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო სტანდარტებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე – ყველა ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.