თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2026 წელს ნატო-ს სამიტი ანკარაში გაიმართება.
„ჰააგაში გამართულ ნატო-ს სამიტზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შემდეგი სამიტი ჩვენს ქვეყანაში გაიმართოს. თურქეთი 2026 წლის ივლისში ნატო-ს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტს უმასპინძლებს. ალიანსის ლიდერებს ჩვენს დედაქალაქ ანკარაში ვუმასპინძლებთ. ჩვენ მოვამზადებთ ნიადაგს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად“, - თქვა ერდოღანმა.