კუბის მმართველი, კომუნისტურის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, რაულ კასტრო, რომელიც ქვეყანას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში განაგებდა, გადადგა.
გავრცელებული ინფორმაციით, პარტიას სათავეში კუბის მოქმედი პრეზიდენტი, 60 წლის მიგელ დიას-კანელი ჩაუდგება.
რაულ კასტრო კუბის კომუნისტური პარტიის ლიდერი 2011 წელს გახდა მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავიდა მისი უფროსი ძმა, ფიდელ კასტრო, კუბის რევოლუციის ლიდერი, რომელიც ქვეყანას 1959 წლიდან განაგებდა.
რაულ კასტრო 50 წლის განმავლობაში კუბის სამხედო მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2008-2018 წლებში სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე იყო.
ფიდელ კასტრომ სახელმწიფო თანამდებობები 2008 წელს დატოვა, 2011 წელს კი პარტიის ლიდერის პოსტიც დატოვა. ფიდელ კასტრო 2016 წელს გარდაიცვალა.