საკრებულოს წევრი და "რესპუბლიკური პარტიის" წევრი თინა ხიდაშელი საკრებულოს გვერდის ავლით, დედაქალაქში ავტობუსის ხაზების გაუქმებას აპროტესტებს. მისი თქმით, გაუქმებული ხაზების უმეტესობა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პიარაქციებისთვის გახსნეს. ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკოფნერენციაზე ისაუბრა.'
"ასეთი მიდგომა პირველ რიგში მოსახლეობის და ამავდროულად საკრებულოს აბუჩად აგდების კლასიკური მაგალითია, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ სწორედ საკრებულოს მიერ მოხდა აღნიშნული მარშრუტების დამტკიცება. ამასთანავე სპეციალურ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ ამ მარშრუტების დიდი უმრავლესობა მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით გაიხსნა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც გიგი უგულავა, ნაციონალური მოძრაობის მაშინდელ მაჟორიტარებთან ერთად ერთმანეთის მიყოლებით ხსნიდა სამარშრუტო ხაზებს. მაგალითად, ასეთია ვაშლიჯვარში და დიდ დიღომში დღეს უკვე პარალმენტის წევრის, გიორგი მელაძის მიერ გახსნილი ავტობუსის ხაზები", - აღნიშნა ხიდაშელმა.
.