კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერმა რეჟისორ ჯეიმს კამერონთან შეხვედრა გამართა.
შვარცნეგერი საკუთარ ბლოგში წერს, რომ ის "კამერონთან ერთად ერთ-ერთ პროექტზე მუშაობს", რომლის შესახებაც საზოგადეობას უახლოეს მომავალში ამცნობს.
იმის გათვალისწინებით, რომ შვარცნეგერს გუბერნატორობის მეორე ვადა უმთავრდება და კანონის მიხედვით მას უფლება არ აქვს მესამედ იყაროს კენჭი თანამდებობაზე, კრიტიკოსები განიხილავენ მოსაზრებას, რომ არნი კინოში დაბრუნდება.
ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმის დაზუსტება, რა ერთობლივ პროექტზე იმუშავებენ კამერონი და შვარცნეგერი. ისინი ერთმანეთს "ტერმინატორში" შეხვდნენ.