6 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4069 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.4173 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.04 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0232 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0136 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.96 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4175 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.7131 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 აპრილიდან შევა ძალაში.