არ შეიძლება, რამდენი პარტიაც არის, იმდენი ინდივიდუალური შეთავაზება იყოს, რადგან ეს პარლამენტი არც არავის საკუთრებაა და არც არავის კონსტიტუცია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ყველა კარტი გახსნილია, ყველა საკითხი ღიაა და მაგიდაზე დევს. თუ ვინმეს სურს, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს, უნდა ჩაერთოს. რა არის ეს მოლაპარაკება? – აღასრულონ საკუთარი ამომრჩევლის ნება. ფაქტობრივად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მედიატორის მიერ დასახულ საკითხებზე პარლამენტში კონკრეტული სამუშაო მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.