საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება დიდი პოლონელი კომპოზიტორის ფრედერიკ შოპენის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა-კონცერტი.
ღონისძიება საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით ტარდება.
ღონისძიებაზე გამოფენის ფონზე კომპოზიტორის ნაწარმოებები შესრულდება. წარმოდგენილი იქნება სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულთა მიერ შოპენის მუსიკის მიხედვით შესრულებული ფერწერული ნამუშევრები.
ღონისძიების მიზანი დიდი კომპოზიტორისა და პოლონელი ხალხისადმი პატივისცემის გამოხატვაა. ასევე მუსიკისა და სახვითი ხელოვნების ურთიერთკავშირის წარმოჩენა.