დღეს, 2 ნოემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი მოსკოვს ეწვევა.
ვიზიტი დაიგეგმა ლისაბონში დაგეგმილი სამიტის მოსამზადებლად, რომლის ფარგლებშიც რუსეთის დედაქალაქში ნატო-რუსეთის კომისიის სხდომა გაიმართება.
გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, ანდრეს ფოგ რასმუსენი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
განხილვის თემები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ავღანეთის საკითხებში თანამშრომლობა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონის სამიტი ნოემბრის ბოლოს გაიმართება.