ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მას 2014 წლიდან უკავია ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) წევრი
2013-2014 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
2008-2013 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ში საგადასახადო და იურიდიული მიმართულებით.
არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა (ESM) და პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.