ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია ვლადიკავკაზში სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით შესაძლო ტერორისტული აქტის მოწყობის შესახებ. შესაბამისი გამაფრთხილებელი ინფორმაცია რესპუბლიკის შსს-ის პრესსამსახურმა გაავრცელა.
რესპუბლიკის ანტიტერორისტულმა კომისიამ მიმართა ვლადიკავკასის მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს გამოიჩონონ გასაკუთრებული სიფხიზლე და საეჭვო ავტომანქანებისა და პირების შესახებ დაუყონებლივ აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.
გამოქვეყნდა შესაბამისი ტელეფონის ნომრები, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში დარეკონ.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე ჩრდილოეთ ოსეთის ინტერნეტპროტალზე რეგიონ15.რუ გამჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავი ორგანოები ამოწმებდნენ ინფორმაციას, ტერორისტული ბადფორმირებების მეთაურების მიერ ვლადიკავკასში, საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით დივერსიულ-ტერორისტული აქტის მოწყობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
12 ოქტომბერს რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარემ, "ეფ-ეს-ბეს" დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა გააკეთა განცხადება, რომ ტერაქტის ორგანიზატორი დოკუ უმაროვის დაქვემდებარებული პირი ისა ხაშაგულგოვი იყო. ამას გარდა, ბორტნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ ხაშაგულგოვის დაჯგუფება ინგუშეთში მომხდარი ათი აფეთქების მონაწილეა.
ბორტნიკოვის თქმით, ბანდის სამი წევრი დაკავებულია, ორი კი ნეიტრალიზებული.
"ვლადიკავკაზის ცენტრალურ ბაზარსა და ფედერალურ გზატკეცილ "კავკაზის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში მომხდარი ტერაქტები გახსნილია. დადგენილია, რომ განხორციელებული ტერაქტების ორგანიზატორი დოკუ უმაროვის უახლოესი თანამებრძოლი ისა ხაშაგულგოვია, რომელიც ინგუშეთის ტერიტორიაზეც მოქმედებდა", _ განაცხადა ბორტნიკოვმა.
მისივე თქმით, აფეთქებების უშუალო შემსრულებლები არიან დაჯგუფების აქტიური წევრები - დაურბეკოვი, ლატიროვი და ხაშალგუროვის ძმა.
"ამჟამად ისინი დაპატიმრებულნი არიან და საგამოძიებო იზოლატორში არიან მოთავსებულნი. ბანდის კიდევ ორმა წევრმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომაც მათი ნეიტრალიზება მოხდა. გამოძიება გრძელდება", _ აღნიშნა ბორტნიკოვმა.