ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტულ დოკუმენტს შესთავაზებს.
კრისტიან დანიელსონმა, რომ მხარეებს ის შესთავაზებს ტექსტს, რომლის მიზანია, მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის.
დანიელსონის თქმით, ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ.
„დემოკრატია საჭიროებს სხვადასხვა მხარეების ინტერესების გათვალისწინებას. ეს ნიშნავს კომპრომისს ყველა მხარისთვის. პროცესში მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს. ამის მიზანია, მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის. ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ, რომ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი“, – განაცხადა დანიელსონმა 29 მარტს.