ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ის მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს ხვალ დადებს.
ჩემი დღევანდელი მიზანი იყო გზების მოძიება, რათა ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს რომ მხედველობაში სხვა მხარის ინტერესებიც იყოს მიღებული. როგორც ამას ყოველთვის ვამბობ, ეს ყველა მხრიდან დათმობას ნიშნავს. რაც შეეხება პროცესს, პარტიების ლიდერებს ვუთხარი, რომ მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ", - ამბობს კრისტიან დანიელსონი.
მან პარტიებს მოუწოდა დოკუმენტზე ხელმოწერის პასუხისმგებლობა აიღონ.
"და ბოლოს, პარტიებს მოვუწოდებ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. ეს ლიდერებისთვის იქნება საშუალებაა, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე. მინდა გაგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. მთავარი გამარჯვებული იქნება - საქართველოს ხალხი. დღეს მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ უზრუნველყონ საქართველოს ხვალინდელი გამარჯვება", - აღნიშნა დანიელსონმა.