პარტიის ლიდერებს ვუთხარი, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს, რომლის მიზანია, მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
დანიელსონის თქმით, ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ.
„დემოკრატია საჭიროებს სხვადასხვა მხარეების ინტერესების გათვალისწინებას. ეს ნიშნავს კომპრომისს ყველა მხარისთვის. პროცესში მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს. ამის მიზანია, მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის. ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ, რომ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი“, – განაცხადა დანიელსონმა.