ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოშია.
როგორც კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
"ძალიან მიხარია საქართველოში დაბრუნება. მოუთმენლად ველოდები, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას, როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ისე მმართველ გუნდთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია. იმის ნიშანია, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა. აქ დავრჩები სამი დღით. მოუთმენლად ველოდები, ისევ მოგმართოთ თქვენ ჩემი მისიის დასასრულს და ეს სამშაბათს მოხდება", - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.