საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნებს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
"კმაყოფილებით აღინიშნა ის ტემპი, რომლითაც მხარეებს შორის ვითარდება ურთიერთობა", - ნათქვამია ვაშაძის უწყების განცხადებაში.