საქართველო და სომხეთი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით არიან დაინტერესებულნი. ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარგსიანმა გააკეთა.
მისი თქმით, სომხეთი დაინტერესებულია მეზობელ რესპუბლიკებში ცხოვრების დონის ამაღლებით.
"მოწადინებული ვართ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაღრმავდეს. მეზობლებს შორის ზოგჯერ უთანხმოება არსებობს, მაგრამ ეს პრობლემები ემოციის გარეშე უნდა გადავჭრათ", - განაცხადა სარგსიანმა.
მისი თქმით, არსებობს პრობლემა ეთნიკური სომხებისთვის სომხური ენის სწავლებასა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების მოვლის საკითხებთან დაკავშირებით.