საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ჩეხეთისა და იტალიის რესპუბლიკების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, ივან იეჟშტრაბსა და ვიტორიო სანდალის შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტები განიხილეს.
ჩეხეთის ელჩთან შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ შვარცენბერგის ინიციატივით, 25 ოქტომბერს, ლუქსემბურგში მინისტრების დონეზე ორგანიზებული საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის შეხვედრის შედეგები.