ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 22 მარტს ბრიუსელში გამართულ საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, კრისტიან დანიელსონის საქართველოში მისიის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.
როგორც "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელიდან იტყობინება, საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა წამოჭრა საკითხი კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადად დაეთანხმნენ.
გავრცელებული ცნობით, საბჭოს სხდომაზე არ დაუსახელებიათ თარიღი თუ როდის ეწვევა კრისტიან დანიელსონი საქართველოს. მოელიან, რომ კონკრეტული დრო ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც დანიელსონი ევროპული საბჭს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდება.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციას 12 მარტიდან უწევდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის. 18 მარტს გამართული ერთობლივი შეხვედრის ბოლოს გაირკვა, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა.