19 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3326 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.3298 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.28 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9645 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9758 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.13 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4595 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.6440 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 მარტიდან შევა ძალაში.