ქუჩას კი არა ფანჩატურსაც ვეღარ ავსებენ, ეს ნახევრად ხუმრობით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება აბსოლუტურად დაღალეს იმ რიტორიკითა და ქცევებით, რომლითაც ისინი გამოირჩევიან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში
„საზოგადოებამ დაინახა და ყველას შეფასებით არჩევნები იყო სამართლიანი, მაგრამ მაინც არიან გაჯიქებულები და არ შედიან პარლამენტში, საზოგადოება ამას ხომ ხედავს და აფასებს და ბუნებრივია აქედანაც გამომდინარეობს ის, რომ მათი პოზიციები საზოგადოებასთან მიმართებით კიდევ უფრო შერყეულია, ვიდრე ეს თუნდაც არჩევნების წინ იყო, აქედან გამომდინარე, თუ ასე გააგრძელებენ კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.