"ქართული დასი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტიუციო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული დასისი" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
"პარლამენტმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც ითვალისწინს, რომ პირს, რომელსაც წყლის ან დასუფთავების გადასახადი არ ექნება გადახდილი, ელექრეოენერგია გაეთიშება. ეს კანონი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ელექტრო და თბილწალკანალს ერთი და იგივე პირები აკონტროლებენ და ეს არის სახელისუფლებო მაფია", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, 100 ათასამდე ოჯახს აქვს წყლის დავალიანება და კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ ეს ოჯახები რთულ მდგომარეობაში ვარდებიან.
"ჩვენ თბილისის მერიასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება, რომ წყლის დავალიანება მოსახლებისთვის ჩამოეწერათ, თუმცა უშედეგოდ. ახლა ხელუფლება ცდილობს ხალხზე ზეწოლით მოახდინოს ასეულობით მილიონის მობილიზება", - აღნიშნა ბაღათურიამ და აქვე დასძიანა, რომ პარლამენტის აღნიშნულ გადაწვეტილებას "ქართული დასი" საკონსტიტუციო სასმართლოში გაასაჩივრებს.
საჩივარს სასამართლოში ბაღათურია კვირის ბოლომდე შეიტანს.