ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, გუშინდელის მსგავსად, დღესაც გულმოდგინედ იმუშავებენ პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრაზე.
დანიელსონის თქმით, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ფოკუსირებულია სამუშაოზე და სწორედ ესაა მედიაციის ძალისხმევა.
„ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე, ეს არის მედიაციის ძალისხმევა. ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღეს, ისევე როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ასე რომ, ველოდები, რომ მოგვიანებით შეგხვდებით“, – განაცხადა დანიელსონმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება.