პერუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. საქართველოსადმი მხარდაჭერა პერუს მხარემ საქართველოსა და პერუს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული პოლიტიკური კონსულტაციების მიმდინარეობისას დაადასტურა.
ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები 29 ოქტომბერს, ქალაქ ლიმაში გაიმართა და მასზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ კონსულტაციების ფარგლებში საქართველოსა და პერუს საგარეო უწყებებმა თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაც გააფორმეს.