რამზან კადიროვს "დაქვეითების" დამადასტურებელი მოწმობა გადასცეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დამადასტურებელი მოწმობა კი მუზეუმში ჩააბარებინეს.
სამხრეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხლოპონინმა ჩეჩნეთის ექს-პრეზიდენტს "ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის" დამადასტურებელი მოწმობა გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დამადასტურებელ მოწმობას ჩეჩნეთის სახელმწიფო მუზეუმში ჩააბარებს.
რესპუბლიკის მეთაურის დამადასტურებელი მოწმობის გადაცემის შემდეგ ალექსანდრე ხლოპონინმა კადიროვს საქმიანობის ახალ ამპლუაში დაწყებაც მიულოცა.