4-5 ნოემბერს, საქართველოს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, პრინცი ედუარდი, უესექსის გრაფი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრინცი თბილისში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალ შენობას გახსნის.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში პრინცი ედუარდი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პირველ პირებსა და ქვეყანაში მოღვაწე ბრიტანელ ბიზნესმენებთან.