შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღე დარჩება.
მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა, რათა მოლაპარაკების პროცესში კიდევ უფრო წინ წაიწიონ.
„ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში, ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ უფრო წინ წავიდეთ, ყველა მხარე ძალიან ჩართულად მუშაობდა პროცესში. ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას. ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას, მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ“, – აღნიშნა დანიელსონმა.