IRI არჩევნების ლეგიტიმურობაზე დასკვნას ვერ დადებს, მან ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რაზეც ჩვენც ვსაუბრობდით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ანგარიში მოლაპარაკებების დღის წესრიგზე გავლენას ვერ მოახდენს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ IRI-ის დასკვნებს ვეცნობით და მადლობას მოვახსენებთ საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის. ამ დასკვნაში ზუსტად ის თემებია ხაზგასმული, რაზეც ოპოზიცია ვსაუბრობთ: ამომრჩეველზე ზეწოლის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები და რაც მთავარია შემაჯამებელი ოქმების დისბალანსზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რაც შეეხება, ანგარიში მოახდენს თუ არა გავლენას დღის წესრიგზე, გავლენას უკვე ვერაფერი მოახდენს, მოლაპარაკებების დღის წესრიგი არსებობს.
IRI არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე დასკვნას ვერ დადებს. მან თავისი კომპეტენციის ფარგლებში რაც შეისწავლა, ესაა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.