ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში ჩამოვიდა.
კრისტიან დანიელსონის განცხადებით, იგი მოუთმენლად ელოდება პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას.
"მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები აქ, ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა ველოდები დღეს, მოგვიანებით თქვენთან საუბარს", - განაცხადა დანიელსონმა.
ვიზიტის მიზანია ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან ერთად პოლიტიკურ დიალოგში ჩართვა, რომელიც 1 მარტს პრეზიდენტ მიშელის თბილისში ვიზიტის დროს განახლდა.
პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.