პარლამენტში დღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს ელოდებიან.
იაკობაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის სხდომაზეა მიწვეული.
დეპუტატები იაკობაშვილისგან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.
როგორც უნდა განხორციელდეს სამოქმედო გეგმა და როგორ აფასებს ამ დოკუმენტს საერთაშორისო საზოგადოება.
სხდომაზე განიხილება 1992 წლიდან დღემდე საქართველო რუსეთს შორის სეპარატისტული მთავრობების მონაწილეობით გაფორმებული ხელშეკრულებები და როგორ ირღვეოდა ისინი.