10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3238 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.3242 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9537 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9565 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.28 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4384 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.6148 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 მარტიდან შევა ძალაში.