8 მარტს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ღირებულია თანასწორობის, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების იდეა ამ ქვეყანაში, - პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ქალბატონებს 8 მარტს ულცავს.
„ქალბატონებო! გილოცავთ 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს! ქალბატონებთან ერთად, ამ დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ღირებულია თანასწორობის, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების იდეა ამ ქვეყანაში!
ამ მიმართულებით ჩვენ ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით საკანონმდებლო თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, უნდა შევძლოთ ყოველგვარი უთანასწორობის, ჩაგვრისა და ძალადობის აღმოფხვრა.
უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს ამ გამორჩეულ დღეს და თითოეულ მათგანს მუდმივ პროგრესსა და თავისუფლებას ვუსურვებ“, - ამბობს ოქრიაშვილი.