ნინო სალუქვაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მიუნხენში მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატება სალუქვაძეს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა მიულოცა.
41 წლის ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიოს თასის სუპერფინალში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. ანალოგიური ტურნირი სალუქვაძემ გასულ წელს ჩინეთში მოიგო. ქართველმა სპორტსმენმა სპორტული პისტოლეტიდან 25 მეტრზე სროლაში მე-4 შედეგი აჩვენა. ფინალურ რაუნდში კი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და საერთო ჯამში ნაჩვენები შედეგით ტურნირის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.