2011 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა 30 იანვარს გაირკვევა.
ფიბა-ევროპამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ოფიციალური პრეს-რელიზით ამცნო, რომ კენჭისყრას ევროპირველობის მასპინძელი ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი 2011 წლის 30 იანვარს უმასპინძლებს.
უკვე გარკვეულია ფორმატი, რომლითაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ექვსგუნდა ჯგუფში გადანაწილდება და მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გავა ანუ მთლიანობაში მეორე ჯგუფურ ეტაპზე 12 გუნდი მოიყრის თავს.
შეიქმნება ორი 6-გუნდიანი ჯგუფი და 4-4 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა.
ევროპის ჩემპიონატს 2011 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე ლიტვის 4 ქალაქი - ვილნიუსი, კაუნასი, შაულიაი და პანევეჟისი უმასპინძლებს, ჯგუფში საქართველოს ნაკრების მომავალი 5 მეტოქის ვინაობას კი, როგორც აღვნიშნეთ, 30 იანვარს შევიტყობთ.