თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ საქართველო იმ ქვეყნების სიიდამ ამოიღო, რომელიც მისთვის საგარეო საფთხეს შეიცავს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიაშია ასახული, რომელიც უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
ამავდროულად, ეროვნული უშიშროებისს საბჭომ ისრაელი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა.
დოკუმეტის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ქმედება ღიად არის დაფიქსირებული როგორც თურქეთისათვის საფრთხის შემცველი და მან, შესაძლოა, ახლო აღმოსავეთის ქვეყნებს შორის გამალებული შეიარაღება გამოიწვიოს.
ამავე დროს, ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღი არ უნდა გამოჩნდეს.
იმავე დოკუმენტში, თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ საგარეო საფრთხის შემცველი ქვეყნების სიიდან ამოიღო შემდეგი სახელმწიფოები: სირია, ბულგარეთი სომხეთი და ირანი.
საფრთხის შემცველი ქვყნების სიაში საბჭითა პერიოდიდან მოყოლებული კვლავინდებურად რჩება რუსეთი.