ხელისუფლებამ ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით სრული კრახი განიცადა. დასაკარგი დრო აღარ არის, საჭიროა ყველა ჩავერთოთ პროცესში და ავიღოთ პასუხისმგებლობა, - განაცხადა "სტრატეგია აღმშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ.
მისი თქმით, რაც უკვე გაფუჭდა, ის სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს.
"ყველას კარგად გვესმის, რომ ვაქცინაციაზე გადის ჩვენი ადამიანების უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ეკონომიკა და ა.შ. ახლა იმის დრო არ არის, ვარკვიოთ ვინ ჩააგდო ეს პროცესი და ვისი პასუხისმგებლობის საკითხია. ახლა, ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ ის, რაც უკვე გაფუჭდა და სასწრაფოდ, მოვძებნოთ გზები. რაც შეეხება, პასუხისმგებლობის საკითხს, მას აუცილებლად უნდა მივუბრუნდეთ და დადგინდეს, რატომ ჩავარდა ეს პროცესი, საკმარისია თუ არა მხოლოდ თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და ა.შ.
ხელისუფლებამ პარტიულ პოზიციებზე მაღლა დააყენოს ქვეყნის ვაქცინით უზრუყნვლეყოფა. სწორედ ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, საჭიროა ყველა ჩავერთოთ პროცესში და ავიღოთ პასუხისმგებლობა.ვაქცინის საკითხზე ჩაინიშნოს შეხვედრა, მთავრობის, ოპოზიციისა და ექსპერტებისსა და კერძო სექტორის მონაწილეობით ", - განაცხადა ჩიხლაძემ.