დღეს, 30 ოქტომბერს, 19 წლამდე ქართველ მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 38:7 დაამარცხა.
როგორც ცნობილია, ქართველი 19 წლამდელებმა ფინალში მოსახვედრად პორტუგალიელი თანატოლები ანგარიშით 27-3, ხოლო ნახევრაფინალში რუმინელ თანატოლებს ანგარიშით 29:3 დაამარცხეს.
რუსეთის ნაკრებმა ნახევარფინალი ბელგიელებს 23:11 მოუგო.
19 წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებული საქართველოს ნაკრები 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურსაც მიიღებს.
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებს პაატა ნარიმანაშვილი და ზურაბ ამონაშვილი წვრთნიან, დელეგაციას მერაბ ბესელია ხელმძღვანელობს.
ევროპის ჩემპიონატში ქართველო მორაგბეები შემდეგი შემადგენლობით არიან წარმოდგენილნი: ჟვანია ზურაბი (აია, ქუთაისი), მიქაუტაძე კონსტანტინე (ტულონი, საფრანგეთი), მატკავა მერაბი (აია, ქუთაისი) ერისთავი ზურაბი (აია, ქუთაისი), ბიწაძე ბექა (ივერია, თბილისი), ჩომახაშვილი ირაკლი (არმაზი, თბილისი), გაბროშვილი ვანო (არმაზი, თბილისი), ჯინაშვილი რამაზი (თსუ-ლომები, გორი), ტყეშელიაძე გიორგი (ყოჩები, თბილისი), კვარაცხელია ლუკა (ყოჩები, თბილისი), ჭყოიძე გიორგი (ლელო, თბილისი), კობახიძე ბახვა (თსუ-ლომები, გორი) ჩილაჩავა ლევანი (ტულონი, საფრანგეთი), ლოსაბერიძე დავითი (დიჟონი, საფრანგეთი), ჟღენტი გიორგი (თსუ-ლომები, გორი), მჭედლიშვილი უშანგი (ლელო, თბილისი), ღამბაშიძე ჯიმი (ლელო, თბილისი), თხილაიშვილი გიგა (ბათუმი XV. ბათუმი), ლომიძე ლაშა (აკადემია, თბილისი) გოგოლაშვილი ლევანი (აკადემია, თბილისი), ძნელაძე ზურაბი (აია, ქუთაისი), ჭინჭარაული გოდერძი (ლელო, თბილისი), გაგოშვილი, გიგა (შევარდენი, თბილისი), ხიპაშვილი ბექა (აკადემია, თბილისი), აბრამიძე გიორგი (აია, ქუთაისი), ჩხიკვაძე ტარიელი (აია, ქუთაისი).
მასალის გამოყენების პირობები