ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო, რითაც ერთი მხრივ, შიდა კონკურენტი მოიშორა და მეორე მხრივ, მისგან ისეთი პერსონის შექმნა სცადეს, რომლის ირგვლივაც საზოგადოება გაერთიანდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩემი შეფასებით, მხოლოდ მელიას არ მიუღია ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა მისი პატიმრობა, რითაც ორი კურდღელი დაიჭირა – ერთი ის, რომ შიდა კონკურენტი მოიშორა და მეორე ის, რომ მელიასგან უნდათ ისეთი პერსონის გამოყვანა, რომლის ირგვლივაც საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება, რაც ასე არ მოხდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.